სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს
21.07.2020
უკან დაბრუნება
სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ონლაინ და სასკოლო სწავლების ერთობლიობას და მონაცვლეობას ითვალისწინებს.
მედიკოსების რეკომენდაციით, ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება.
საკითხთან დაკავშიებით დღის ამბებმა ქუთაისის ნომერ 30-ე და 2-ე საჯარო სკოლის დირექტორების შეფასებები მოისმინა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, საკითხთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს და სხვადასხვა ვერსიები განიხილება, რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით მიღებული არაა.