შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა
21.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, მილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც სახლში ქვები შეცვივდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოებს გაზსერვისი ახორციელებდა. მათი განმარტებით, მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა. მათი თქმით, სავარაუდოდ, პრობლემა უხარისხოდ დამონტაჟებულმა მილმა გამოიწვია. ადგილზ ეიმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.