შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედო ანგარიშით 2 : 0 დაამარცხა
21.07.2020
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 6 ტურის შეხვედრა ბათუმში ანგისას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. ბათუმის დინამო ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისის ტორპედოს ორბურთიანი სხვაობით სძლია. 6 ტურის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე, ხოლო ქუთაისის ტორპედო კი 5 ქულით მე- 8 პოზიციას იკავებს. ტორპედო 24 ივლისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის საბურთალოს უმასპინძლებს. შეხვედრები მაყურებლის გარეშე იმართება.