შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა 159-ე სეზონი დახურა.
21.07.2020
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა 159-ე სეზონი ბრემენელი მუსიკოსებით დახურა. რეკომენდაციების გათვალისწინებით სპექტაკლი თეატრის კიბეებზე გაიმართა. ბრემენელმა მუსიკოსებმა ანშლაგით ჩაირა. სპექტაკლს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ. ბრემენელი მუსიკოსები გასულ წელს რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. 27 სექტემბერს თეატრი 160-ე სეზონს პრემიერით გახსნის, ასევე გაიხსნება მესამე თეატრული სივრცე - მწვანე თეატრი, რომელიც მესხიშვილის თეატრის ეზოში იქნება განთავსებული.