სექტემბრიდან შესაძლოა სკოლებში სწავლება ე.წ შერეული მეთოდით განახლდეს
17.07.2020
უკან დაბრუნება
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლების ეგრეთწოდებულ შერეულ მოდელს განიხილავს
რომელიც გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და ნაწილობრივ საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა შეასრულონ, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
საკითხთან დაკავშირებით დღის ამბებმა ადგილობრივვების მოსაზრებები მოისმინა.