არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მე-8 წყვილი უშვილოა
17.07.2020
უკან დაბრუნება
არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მე-8 წყვილი უშვილოა, ამ მხრივ რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. უშვილო წყვილებს არც სახელმწიფო ეხმარება და არც კერძო დაზღვევა უნაზღაურებს სამედიცინო ხარჯებს.
ასეთი წყვილების დახმარების მიზნით ფონდი "შენთვის" ემბრიოლოგმა ნინო მუსერიძემ 3 წლის წინ დააფუძნა, იმ ადამიანებს კი ვისაც უსახსრობის გამო არ შეუძლია რეპროდუქტოლოგს მიმართოს და შვილოსნობისთვის საჭირო პროცედურები ჩაიტაროს , ფონდი ეხმარება.
დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს რეპროდუქციულ პროცედურებს თანადაფინანსების პრინციპით უტარებს.
საქველმოქმედო ფონდს უკვე 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, 3 წლის განმავლობაში კი მათი დახმარებით ქვეყანას 24 ბავშვი მოევლინა.