შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი უნდა აშენდეს
16.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი უნდა აშენდეს. აუზის მშენებლობაზე უფლების მოსაპოვებლად ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. .მ დრომდე კი შერვაშიძის ქუჩაზე 40 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს ეკონომიკის , ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. აუზის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება და 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.