შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ა(ა)იპ სპეციალური სერვისების მიერ წერეთლის ქუჩაზე არსებული ტერიტორია ეკალ-ბარედებისგან გაიწმინდა
15.07.2020
უკან დაბრუნება
ა(ა)იპ სპეციალური სერვისების მიერ წერეთლის ქუჩაზე არსებული ტერიტორია ეკალ-ბარედებისგან გაიწმინდა და შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რიონს ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ბალახვნის ქუჩის მოსახლეობამ მიმართა. ადგილობრივების თხოვნა იყო გაგვეშუქებინა ის არასახარბიელო ვითარება, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების წინ არის.
მოსახლეობა მიიჩნევდა რომ ლოკაციაზე, სადაც ბავშვები ხშირად თამაშობდნენ სახიფათო იყო. ა(ა)იპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული ტერიტორია სპეციალური სერვისების ოპერირების ზონაში არ შედის, თუმცა კეთილი ნებისა და დასუფთავების აქციის ფარგლებში ტერიტორია ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავდა და გაიწმინდა ეკალ-ბარდებისგან .