შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისს,შესაძლოა, კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატოს
14.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისს,შესაძლოა, კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატოს.უძველესი სამკურნალო აბანოების მოწესრიგების და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის გადაწყვეტილება სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. საუბარია ჭომის დასახლებაში რუას ქუჩაზე მდებარე სამკურნალო აბანოებზე, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელი და მიტოვებულია. იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მდინარე რუას ხეობაში ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს,რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, აღნიშნულ ლოკაციას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, თუ დარჩება ტურისტებისთვის მოსანახულებელ რიგით ადგილად.