შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი ხელისუფლებისგან“ - პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ სიგარეტზე ფასის ზრდა გააპროტესტა
14.07.2020
უკან დაბრუნება
“კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი ხელისუფლებისგან“ - პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ სიგარეტზე ფასის ზრდა გააპროტესტა. წულაიამ მორიგი პერფორმანსი ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან გამართა, სადაც პროტესტის ნიშნად უაქციზო სიგარეტი მიიტანა და მოწია. "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების იმ დაპირების ნაცვლად, რომ ფასის ზრდით მწეველთა რაოდენობა შემცირდებოდა, პირიქით მოხდა და ადამიანებმა კონტრაბანდული და უხარისხო სიგარეტის მოხმარება გაზარდეს. მისივე განმარტებით, ბიუჯეტში შენატანი არ გაზრდილა, ხოლო კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოში თუთუნის მოყვანა და სიგარეტის წარმოება აღადგინონ, რითაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.