კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე5 ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც „ტორპედო“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს თბილისის „დინამოს „დაუპირისპირდა.
შეხვედრა , როგორც ყოველთვის, დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. მოასპარეზე გუნდებს შეეძლოთ გოლების გატანა , თუმცა მეკარეების კარგმა თამაშმა და ბურთის დინამოს კარის ხარიხას მოხვედრამ მატჩში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.
აღებული თითო ქულით ტორპედომ ერთი საფეხურით აიწია გათამაშების ცხრილში და მე7 ადგილს 5ქულით იკავებს, ხოლო დინამო 9 ქულით მეორე ადგილზეა.
შეხვედრამ მაყურებლის გარეშე ჩაიარა.
მორიგ შეხვედრას „ტორპედო“ 18 ივლისს ბათუმში გამართავს.