წყალტუბოში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო
13.07.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით. სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს განათლების, მენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
კოლეჯი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.