შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა
13.07.2020
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. მან მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური ქსელით მიმართა. როგორ ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, ის თანამდებობას ტოვებს, თუმცა რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად. უკვე ყოფილი მერის განცხადებით, მას ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე ქონდა მიღებული, თუმცა თანამდებობაზე მხარის რწმუნებულის თხოვნით რჩებოდა. თოფურიძის გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას მისი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.