ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატები“ დატოვა
13.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატები“ დატოვა და კონსერვატორებში გადაინაცვლა. ცვლილება საკრებულოდან ნიკა ლატარიას გასვლას უკავშირდება.
როგორც თავად ლორთქიფანიძე თავად აცხადებს, ახალ ფრაქციაში იმ დრომდე დარჩება, ვიდრე საკრებულოში ნიკოლოზ ლატარიას უფლებამონაცვლე დეპუტატი შემოვა.
ოთარ ლორთქიფანიძე ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატები“ მესამე წევრი გახდა, ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩეჩელაშვილია, მეორე წევრი კი რამაზ ჩხიკვაძე.
რაც შეეხება ნიკოლოზ ლატარიას, მან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად კი დეპუტატის მანდატზე თქვა უარი.