შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პანდემიურმა მდგომარეობამ თეატრალური სამყარო რამდენიმე თვით დააპაუზა
10.07.2020
უკან დაბრუნება
პანდემიურმა მდგომარეობამ თეატრალური სამყარო რამდენიმე თვით დააპაუზა. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები მთელი ეს პერიოდი მაყურებელთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით თეატრის ფეისბუქგვერდით სარგებლობდნენ. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თეატრალურ სივრცეში დაიბადა იდეა „მწვანე თეატრის“ გახსნის, რაც ბუნებაში პერფორმანსების ჩვენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში „მწვანე თეატრის“ ექსკლუზიური იდეა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ეკუთვნის. როგორც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე განმარტავს, მესხიშვილის მესამე სამუშაო სცენა ოფიციალურად 27 სექტემბერს პრემიერით გაიხსნება.