8 ივლისიდან საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ უხსნის
10.07.2020
უკან დაბრუნება
8 ივლისიდან საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. ეს ქვეყნებია
1. გერმანია;
2. საფრანგეთი;
3. ლიეტუვა;
4. ლატვია;და
5. ესტონეთი.
მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარულ ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კონკრეტული კომპანია დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს საქართველოს ავიახაზები შეასრულებს. ჩვენ თემასთან დაკავშირებით იმერეთის ტურიზმის ცენტრის დირექტორს გავესაუბრეთ. ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ გახსნილი საზღვრები პირდაპირ კავშირშია იმერეთის ტურიზმის განვითარებასთან და შედეგად ჯავშნების რაოდენობამ უკვე საგრძნობლად მოიმატა.