არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
10.07.2020
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველო შენგენის წევრ 5 ქვეყანასთან არსებულ შეზღუდვებს აუქმებს, გაუგებარია რატომ არ უხსნის საზღვარს პოლონეთს , რომელთანაც ქვეყანას განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.
როგორც თორნიკე ბარათაშვილი აღნიშნავს, პოლონეთის პარლამენტის ვიცე-მარშალი მარია გოშიევსკა წუხილით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც ფრენები აღდგება.
„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლის განცხადებით, მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის გამო ქვეყანა კარგავს, როგორც ყოველდღიურ ეკონომიკურ სარგებელს, ასევე მოკავშირეებთან ინტენსიურ კავშირებს, რაც წლების მანძლზე ჩამოყალიბებული ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია.