ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მერიასა და დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკას შორის
04.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთისის მერიასა და დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის მერია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ’’შპს’’ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება, ხოლო თავის მხრივ კლინიკა განახორციელებს უსასყიდლოდ 1 და მე-2 დონის სრული ამბულატორიული მომსახურებით ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების გასინჯვას ყოველი თვის პირველ შაბათს ,ხოლო მათ შორის ბინაზე მწოლიარე პაციენტების ყოველი თვის მესამე შაბათს.