დღეს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ინციდენტისას ფხიზელი იყო
10.07.2020
უკან დაბრუნება
დღეს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ინციდენტისას ფხიზელი იყო. მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არც ალკოჰოლი და არც ნარკოტიკული ნივთიერებები.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.
ექსპერტიზის დასკვნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საქმეზე სრული სიმართლის გარკვევა პრინციპულად მნიშვნელოვანია .