” 2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. დეტალებით კვლევის შედეგებზე დღის ამბებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ექსპერტმა ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.

