შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
08.07.2020
უკან დაბრუნება
ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი", მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი, რომელმაც მაყურებლებს მილიციელისადმი შიში გაუქრო, კინოში შემთხვევით მოხვდა. გოვენ ჭეიშვილი რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში სათამაშოდ მიიწვია, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა. შემდეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა დასამახსოვრებელი როლები. საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი 1996 წლიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია . მის მოღვაწეობას ამავე თეატრის მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე იხსენებს. მსახიობის თქმით, გოვენს იუმორი განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად მაყურებელს კომედიურ ჟანრში ამახსოვრებდა თავს. გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების ეკლესიიდან გამოასვენებენ.