ოჯახური ძალადობის შემთხვევები სამწუხაროდ ყოველწლიურად მზარდია
08.07.2020
უკან დაბრუნება
ოჯახური ძალადობის შემთხვევები სამწუხაროდ ყოველწლიურად მზარდია, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი 4564 პირს წარედგინა, ასევე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34 %-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ჩვენ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტს სალომე სალდაძეს ვესაუბრეთ. მან კანონში არსებულ ნორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხშირად პრობლემები კანონის აღსრულების ნაწილშიც დგას.
2020 წელს ორგანიზაციას ოჯახური ძალადობის ნაწილში 3 საქმე აქვს წარმოებაში.