ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
08.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ისინი სტაციონარს დღეს დატოვებენ და კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი დარჩება. საერთო ჯამში, კლინიკაში 48 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის 963 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 841-ს შეადგენს, მეთვალყურეობის ქვეშ კი 222 პაციენტი რჩება.
გარდაცვალა - 15 ადამიანი.