დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა
08.07.2020
უკან დაბრუნება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა. ქუთაისში რეგისტრირებული 793 აბიტურიენტიდან საგამოცდო ცენტრში 764 გამოცხადდა,
აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
დღის ამბების გადამღები ჯგუფი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და აბიტურიენტების შეფასებები მოისმინა . ყველა მათგანმა ვითარება საგამოცდო სივრცეში დადებითად შეაფასა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.