ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ვიცე-ჩემპიონი გახდა
04.03.2016
უკან დაბრუნება
უნგრეთის ქალაქ დიორში ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების ქუთაისელი წევრი ნინო ხუციბერიძე ახალგაზრდებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სპორტსმენს წარმატება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიულოცეს, ვიცე-ჩემპიონს საჩუქრები გადასცეს და სიმბოლურად მისი იარაღიდანაც ისროლეს. ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია, ვერცხლის მედალი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა. ნინო ხუციბერიძე აღნიშნულ სპორტში 3 წელია ვარჯიშობს.