ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
07.07.2020
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კილაძე ამბობს ქუთაისის ერთ-ერთ უბანში ამომრჩეველთან რიგითი შეხვედრის დროს ქართული ოცნების მხარდამჭრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციის მოწყობის მცდელობას და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტი სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა.