შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფებოდნენ
07.07.2020
უკან დაბრუნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფებოდნენ, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაუსრულებელია. ვაშაძის განცხადებით, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელსაც ქალაქი საცობებისგან უნდა განეტვირთვა, კორუფციის, გაფლანგვის, ბიუჯეტიდან ფულის დატაცებისა და ჩინოვნიკებზე ხელის დაფარების კლასიკური მაგალითია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. ამ ტენდერებში, ჯამში, 3 177 903 ლარია დახარჯული.