ქუთაისში დაკარგული მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
07.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში დაკარგული მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.37 წლამდე მამაკაცი 4 დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის ნაპირზე იპოვეს. რის შემდეგაც სამძებრო ოპერაციას იმერეთის მეხანძრე-მაშველებთან ერთად თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მყვინთავები ახორციელებდნენ.
მდინარე რიონში საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი, ორი გასაბერი ნავი და სპეც-ტექნიკა, ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებდნენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.