შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა
07.07.2020
უკან დაბრუნება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტია გამოვლენილი , მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციისთვის, სამართლიანი არჩევნების ქუთაისის ოფისს ამ დროისათვის 24 დამკვირვებელი ჰყავს.