მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
06.07.2020
უკან დაბრუნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა 42-43 გრადუსს მიაღწევს. მაღალი ტემპერატურისა და ბოლო დღეებში არსებული მშრალი ამინდის ფონზე საქართველოს მთიან ზონაში არსებობს ხანძრების წარმოქმნის საშიშროებაც.
სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი დაფიქსირდება. ცხრა ივლისიდან კი ჰაერის ტემპერატურა 34-35 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საზოგადოებას მიმართავს, რომ მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან საღამოს ექვსი საათამდე.