შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის „მერანი“-ქუთაისის „ტორპედო“-0:2
06.07.2020
უკან დაბრუნება
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წლის ბოლო მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.
შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
ტორპედოელთაგან გოლები ივან ბობკომ პირველ ტაიმში, ხოლო გიორგი ფანცულაიამ მეორე ტაიმში გაიტანეს.
აღსანიშნავია ფანცულაიას გოლი, რომელიც რიგით მესამე იყო მისთვის ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში. ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და ცხრილში ბოლო ადგილიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მომდევნო შეხვედრას“ ტორპედო“ შინ 12 ივლისს გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დაუხვდება.
მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.