შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას მოსწავლეებს ახალი სკოლა ექნებათ
06.07.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას მოსწავლეებს ახალი სკოლა ექნებათ. 140 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებელობა ბოლო ფაზაშია და ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა გოგიაშვილთან ერთად გაეცნო. სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, ექნება თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი.