ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ
06.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი, ორი გასაბერი ნავი და სპეც ტექნიკა .
სამუშაოებში სპეციალისტები ასევე იყენებენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.