შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმში გადავიდა, მათ შორის სასულიერო სკოლის წარმომადგენლებიც
02.07.2020
უკან დაბრუნება
პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმში გადავიდა, მათ შორის სასულიერო სკოლის წარმომადგენლებიც. აღნიშნულთან დაკავირებით დღეს გელათის მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ესწრებოდა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს ზოგად საგანმანათლებლო სასულიერო სკოლების წარმომადგენლები, მათ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. აღსანიშნავია, კონფერენციას საქართველოში არსებული 37 სასულიერო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა.