დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა
02.07.2020
უკან დაბრუნება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.
ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს განსახლების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე იმერეთის რეგიონში, ქუთაისსა და წყალტუბოში, დევნილ ოჯახებს, ჯამში, 385 ბინა გადაეცემათ.
უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.