შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,გთხოვ მასუნთქე“ - რიგით მეორე აქცია ქუთაისში
01.07.2020
უკან დაბრუნება
,,გთხოვ მასუნთქე“ - რიგით მეორე აქცია ქუთაისში , ამჯერად , 1-ლი საჯარო სკოლის წინ გაიმართა. 19 ივნისს გაკეთებული საპროტესტო გზავნილის მიუხედავად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების გარეშე დაშვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ არის. სტუდენტები, მაგისტრანტები, მათი მხარდამჭერები და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ომბუდსმენის“ წარმომადგენლები, ხელისუფლებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების გარეშე დაშვების გადაწყვეტილების მიღებას დაუყოვნებლივ სთხოვენ, რადგან 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, შესაძლოა , საპროტესტო აქცია უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს.