შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში, ორი ახალი სკვერი ეწყობა
01.07.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ავტოქარხნისა და ნიკეას უბნებში, ორი ახალი სკვერი ეწყობა. ავტოქარხნის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ნიუსთაილი" ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი იხარჯება. ნიკეას ქუჩაზე კი მშენებლობისთვის 155 300 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს "არადანი" აწარმოებს. ორივე სკვერში მოეწყობა თანამედროვე ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. ასევე კეთდება გარე განათება და გამწვანება. ნიკეას და ავტოქარხნის დასახლებებში ახალი სკვერების კეთილმოწყობა აგვისტოში დასრულდება.