ქუთაისში დღეს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
30.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში დღეს ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს .ისინი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სიმბოლურად, გაშლილი ქოლგებით უნგრელი კოლეგების ფლეშმობს გამეხმაურნენ. აქციის მონაწილებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რის წინაშეც ისინი პანდემიის გამო დადგნენ. გიდები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ოქროს შუალედი უნდა მოძებნოს, რათა ტურიზმს კიდევ მეტი ზიანი არ მიადგეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტურიზმი მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ხოლო ის კომპენსაცია, რასაც სახელმწიფო უმუშვრად დარჩენილებისთვის ითვალისწინებს, მიზერულია.