ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს განათავსებს
30.06.2020
უკან დაბრუნება
ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს განათავსებს. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ურნებისთვის 80 000 ლარი დაიხარჯა. სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამორტიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერები ახლით ჩანაცვლდა.
გიორგი მჟავანაძემ მსგავსი ცვლილებების განხორციელება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დააანონსა.