ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება
29.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება. მერიამ პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა , რომლის ღირებულებაც 27 ათასი ლარია. როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს ,ბაღებში იგეგმება ინკლუზიური საპირფარეშოების მოწყობაც, რაც ფინანსების მოძიებაზეა დამოკიდებული. ინფორმაციისთვის ქუთაისში 37 ბაგა-ბაღი და 9000მდე აღსაზრდელია.