შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია
29.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია და მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც 153 ჰექტარზეა გაშენებული მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. KIU წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამები ინგლისურ ენაზე იქნება შეთავაზებული და ლექციებს ჩაატარებენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები. შესრულებული დაპირების შესახებ საუბრობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. გაერთანებული ოპოზიციის წევრი გია თევდორაძე კი აცხადებს, რომ 1000 სტუდენტი ქუთაისის ეკონომიკას ვერ განავითარებს. გაზიარება