ქუთაისის მერიასთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
26.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიასთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა- მუსიკოსებმა, მსახიობებმა, და ქორეოგრაფებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ. გიორგი შილაკაძის თქმით, მათი სურვილია დაბრუნდეს ტრადიციული საზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით „ზაფხულის ცხელი დღეები“. აქტივისტებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი შეხვდათ, რომელიც საკითხის ოთხშაბათამდე განხილვას დაპირდა. გიორგი შილაკაძე იმედოვნებს, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და კონკრეტული სფეროები კვლავ ამუშავდება..