შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება
26.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება, სადაც მონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები. მიმდინარე წელს ამ ტიპის ტრენაჟორები 12 ახალ ადგილზე დაიდგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო პარკი" ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 ათასი ლარია გამოყოფილი. სპორტული ტრენაჟორების მონტაჟის პროცესს ქუთაისის მერი მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი , მერიის საბინაო სამსახურის უფროსთან ჯონი არაბიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან პეტრე ადამაძესთან ერთად გაეცნო. ქუთაისში 2015 წლიდან დღემდე 60 სპორტული ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტის განხორციელება მომავალ წელსაც იგეგმება.