საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
26.06.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, სამთავრობო პროგრამის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება განხორციელების ფაზაშია.გახარიამ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა-პრიორიტეტებად დაასახელა.პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ოკუპაციასა და რუსეთის ფაქტორზე , ჯანდაცვის სიტემაზე, სოფლის მეურნეობაზე, ინფრასტრუქტურაზე, ევროინტეგრაციაზე და ეკონომიკურ გამოწვევებზე.საუბარი შეეხო პანდემიასაც.