მერიის ახალგაზრდულმა სამსახურმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
03.03.2016
უკან დაბრუნება
მრავალშვილიან დედებს ქუთაისის მერიის ახალგაზრდულმა სამსახურმა ნიღბების თეატრში უმასპინძლა.დღეს მათთვის სპეციალურად პერფომანსი იქნა ნაჩვენები,რომელიც ახალგაზრდა მარჯანიშვილელების დასმა წარმოადგინა.მრავალშვილიანი დედებისთვის მიძღვნილ ღონისძიებას ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი დაესწრო.თვითმმართველობის ინიციატივით შვიდი და მეტი შვილის დედებს საჩუქრად 300 ლარი გადაეცათ.