შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



59 წლის ლარისა შაპარიოვა ლიფტში ჩავარდა და ფეხის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო
25.06.2020
უკან დაბრუნება
59 წლის ლარისა შაპარიოვა ლიფტში ჩავარდა და ფეხის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ამბავი ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მრავალშვილიან დედას ოპერაცია უკვე გაუკეთეს, მაგრამ კიდევ ერთი ოპერაცია ესაჭიროება. ბინაში ლიფტი დიდი ხანია გაუქმებულია და მას სათავსოებად იყენებენ. როგორც მობინადრეები ყვებიან ,მათ მერიას ლიფტის გარემონტების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს და თანხაც შეაგროვეს. მათი ინფორმაციით საბინაო სამსახურმა 3000 ლარი მოითხოვა და თანხის შეგროვება ვერ შეძლეს, რადგან სადარბაზოში ბევრი უმუშევარი და პენსიონერი ცხოვრობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიის საბინაო სამსახურის უფროსს მივმარტეთ. ჯონი არაბიძის თქმით , მერია ლიფტების შეკეთებას თანადაფინანსების პრინციპით ახდენს, ღირებულების 90 პროცენტს თვითმმართველობა იხდის, დარჩენილი 10 პროცენტის შეგროვა ამხანაგობას ეკისრება.