შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს
25.06.2020
უკან დაბრუნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. დაახლოებით იგივეს აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ვაკვირდებით სიტუაციას, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით-- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით. შექმნილი სიტუაციის შესახებ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი გიგა ფაღავა საუბრობს. მიიჩნევს, თუ ტურისტებს არ მიეცემათ უცხო ქვეყანებში მოგზაურობის უფლება, ამით ტურისტული ინდუსტრია კიდევ უფრო დაზარალდება.