შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



16 დღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულში მაღაროელთა საკითხი ისევ აქტუალურია.
02.03.2016
უკან დაბრუნება
ერთ-ერთ ტელე გადაცემაში ელისო ჩაფიძის მიერ ტყიბულის მაღაროელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დღეს უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით შახტებმა და მაღაროელებმა მუშაობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დაიწყო. იქ გართულებული მდგომარეობა კი არსებული ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აკაკი ბობოხიძემ ყურადღება მთის კანონსა და იმ შეღავათებზეც გაამახვილა, რომლის საშუალებითაც ტყიბულის მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა. აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ სასურველია მათმა ოპონენტებმა მაღაროელებს მხარი დაუჭირონ და მათი მდგომარეობა პოპულისტური განცხადებებისთვის არ გამოიყენონ. 16 დღიანი გაფიცვის შემდეგ ტყიბულში მაღაროელთა საკითხი ისევ აქტუალურია.