ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი მზადაა ადიგენში არსებული დაპირისპირება შეისწავლოს
02.03.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი მზადაა ადიგენში არსებული დაპირისპირება შეისწავლოს და მედიატორის როლი იკისროს.
ეს განცხადება ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ გააკეთა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი დიალოგის რეჟიმში უნდა მოგვარდეს.
რელიგიური დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე თავისი ვერსია დღეს ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გამოთქვა და დაპირისპირებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.