ხარაგაულის დასუფთავების უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს
22.06.2020
უკან დაბრუნება
ხარაგაულის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" თორნიკე ავალიშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რომ დასუფთავების აიპის თანამშრომლები სამუშაო საათებში კერძო ნაკვეთში მუშაობენ.
როგორც ავალიშვილი აცხადებს, აიპის ხელმძღვანელი თეიმურაზ ფურცელაძე თანამშრომლებს არა მარტო საკუთარ ყანაში, არამედ ნათესავების ნაკვეთებშიც ამუშავებს.
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, გავრცელებული კადრების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, დასუფთავების ააიპის უფროსი სამსახზურიდან გაათავისუფლეს.